суббота, 4 июля 2015 г.

ინტელის პროექტი

"შეიცან თავი შენი"

ინტელის ტრენინგი "პროექტებით სწავლება" დასასრულს მიუახლოვდა. ტრენინგი მიმდინარეობდა საინტერესოდ, ყოველი დღე იყო აღმოჩენებისა და სიახლის. პროექტები შესაძლებლობას მოგვცემს სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის სასაწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას.
შევისწავლეთ, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო და მომავალი სასწავლო წლიდან დავიწყებ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.

воскресенье, 31 мая 2015 г.

31 მაისი - დღეს ვიმუშავეთ მე-5 მოდულის მიხედვით - მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები ჩეკლისტები შინაარსის ათვისებისა, შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა გავეცანით ამ მოდულში გამოსაყენებელ ფაილებს, შეფასების გეგმას,შეფასების დაგეგმვის ცხრილსა და სეფასების ჩეკლისტს, შეფასების დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები. იყო ძალიან საინტერესო.

суббота, 9 мая 2015 г.

9 მაისი ტრნინგის მე-5 დღე
ჩემი აზრით, დღევანდელი დღე იყო მეტად ნაყოფიერი და საინტერესო. დღეს შევისწავლეთ კვლევა მოსწავლეთა საჭიროების მიზნით, შევქმენით კვლევის კითხვარი და გავუზიარეთ ერთმანეთს.შევქმენით ბლოგის გვერდები და გავეცანით, როგორ დავამატოთ სამუშაო ფურცლები, როგორ შევავსოთ და დავახარისხოთ. მადლობა ტრენერს მოთმინებისა და თანამშრომლობისათვის. გმადლობთ კოლეგებო თანამშრომლობისათვის.  

суббота, 2 мая 2015 г.

2 მაისი, ტრენინგის მე-3 დღე
დღეს ქუთაისი აღნიშნავს ქალაქად კურთხევის დიდ დღესასწაულს და მინდა ყველას მოგილოცოთ!















დღეს კიდევ ერთი საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა.

ამ მოდულში ჩვენ გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას. გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავისახავთ სასწავლო მიზნებს, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

26 აპრილი, ტრენინგის მე-2 დღე

დღე იყო მეტად საინტერესო. სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა, ბუკლეტებისა და გაზეთების შექმნა, პუბლიკაციების მომზადება, დისკზე დოკუმენტებისა და საქაღალდეების ატვირთვა და ამ აკრეფილი დოკუმენტების ისევ კომპიუტერზე გადმოწერა


ეს ჩემი პირველი ნამუშევარი


суббота, 25 апреля 2015 г.

25 აპრილი. ინტელის ტრენინგის 1-ლი დღე.
ტრენინგზე შევისწავლეთ ინტელის პროგრამით პროქტების სწავლების ეფექტური მეთოდების მიმოხილვა. ამ დღეს გავეცანით სწავლების ლექციურ კურსს, შევქმენით ახალი ფოლდერი და მასში განვათავსეთ მოძიებული მასა, რომელიც დაგვეხმარება დასახული პტოექტების განხორციელებასა და პრაქტიკაში დანერგვისათვის.
ტრენინგის ხელმძღვანელი ავთანდილ ცნობილაძე ცდილობდა, თითოეულ ჩვენგანს დახმარებოდა სირთულეების დაძლევაში. პირველი დღე ჩემთვის არ იყო რთული, ვთვლი, რომ ეს იყო ზოგადი მიმოხილვა, რომელსაც გემრიელად ჩვუჯდები შინ და დიდი სურვილი მაქვს, კარგად დავეუფლო დღეს ახსნილ მასალას.
მადლობა ტრენერს შექმნილი მშვიდი და უშუალო ატმოსფეროსათვის, რამაც უზრუნველყო, მუშაობით დაინტერესება.